„თაიმსი“ - დიდი ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებს
„თაიმსი“ - დიდი ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებს

დიდი ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, – ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, დიდი ბრიტანეთი განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს დაასრულებს.

მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი ღაზაში ტანჯვის შესამსუბუქებლად ნაბიჯებს არ გადადგამდა, დიდი ბრიტანეთი შესაბამის ზომებს მიიღებდა.

ისრაელი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, რასაც საფრანგეთი, კანადა და ავსტრალია მიმდინარე თვეში აპირებენ, „ჰამასს“ დააჯილდოებს.