„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ირანის თავდასხმის შედეგად ისრაელში ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა
„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ირანის თავდასხმის შედეგად ისრაელში ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელ“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთი 17 წლის მოზარდია, რომელიც  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამასთანავე, მედია წერს, რომ დუბაის პალმ აილენდის საცხოვრებელ უბანში კვამლი და ცეცხლი შენიშნეს.

გარდა ამისა, დრონებით დარტყმა განხორციელდა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზეც, რის შედეგადაც რამდენიმე მუშა დაშავდა.

აფეთქებების ხმა გაისმა დოჰაშიც.