„თაიმს ოფ ისრაელი“ - ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა, დაშავდა ოთხი თანამშრომელი
ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა, – ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.
„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება ადასტურებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის მედიაოფისის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად აეროპორტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა და ახლა ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ.
ასევე, ვრცელდება კადრები, სადაც, მედიასაშუალების ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერმინალის „მნიშვნელოვანი დაზიანებაა“ ასახული. საამიროების მთავრობის ოფისის განცხადებით კი, დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა „უმნიშვნელო დაზიანება“ მიიღო და სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება.