„თაიმს ოფ ისრაელი“ – ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად თელ ავივში დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა

04:06, 01.03.2026

ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად თელ ავივში დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირანის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, 40 წლამდე ასაკის ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ასევე მძიმე არის 40 წლის მამაკაცის მდგომარეობაც, ხოლო ორი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენ დაშავებულებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

მსგავსი