„თაიმს ოფ ისრაელი“ - ბაქოში დღეს სირიისა და ისრაელის ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ
„თაიმს ოფ ისრაელი“ - ბაქოში დღეს სირიისა და ისრაელის ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ

აზერბაიჯანში დღეს სირიისა და ირაელის ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სირიისა და ისრაელის ოფიციალური პირები ერთმანეთს ბაქოში სირიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან. მედიის ინფორმაციით, თავად აჰმედ ალ-შარაა შეხვედრას არ დაესწრება.

„ბაქოში ალ-შარაას ვიზიტის ფარგლებში სირიელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება“, – აცხადებს წყარო.

მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა 2024 წლის დეკემბერში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ „სირიაში ისრაელის სამხედრო ყოფნა“ იქნება.