ტაიმაუტის ექსკლუზივი - საკალათბურთო კლუბი თსუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
ქართულ საკალათბურთო კლუბებს, ხუთ წელზე მეტია, ევროტურნირებზე არ უთამაშიათ. ბოლოს, 2018 წელს „დინამომ“ მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში.
„ტაიმაუტის“ სტუდიაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტმა, ანატოლი ბოისამ ექსკლუზიური ამბავი გვამცნო – საქართველოს ჩემპიონი 2023-24 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.
„საქართველოს ჩემპიონი თსუ ევროტურნირებზე ითამაშებს. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. იმედი მაქვს, თსუ-ს მაგალითზე ბევრ კლუბს ექნება სურვილი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე. რადგან სწორედ ეს არის კალათბურთის განვითარების წინაპირობა. რაც შეიძლება მეტმა კლუბმა უნდა ითამაშოს ევროტურნირებზე“.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართულ გუნდებს ევროპის საკლუბო ტურნირებზე დიდი ხანია, არ უთამაშიათ:
„საქართველოს ჩემპიონის ევროსარბიელზე გასვლა ძალიან მინშვნელოვანი იქნება ეროვნული ჩემპიონატისთვისაც, სადაც მომავალ სეზონში კიდევ უფრო მეტი რეგიონის გუნდი ითამაშებს. 11-დან 7 კლუბი რეგიონიდანაა. ეს საშუალებას მისცემს რეგიონებში მოვარჯიშე ბავშვებს, საკუთარ რაიონში გაიზარდონ და ითამაშონ უკვე მშობლიურ კლუბებში“.