კალათბურთი | მსოფლიო თასი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუდიაში #1TVSPORT
კალათბურთი | მსოფლიო თასი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუდიაში #1TVSPORT

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება. შეჯიბრების წინ საჩემპიონო თასი ტურნირის მონაწილე ქვეყნებში „მოგზაურობს“. „ტროფი ტურის“ ეგიდით თასი საქართველოსაც „ეწვია“ და პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუდიაშიც აღმოჩნდა.

გადაცემას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე სტუმრობდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა:

„მსოფლიოს თასი თბილისში თებერვალშიც იყო, თუმცა მაშინ საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპს თამაშობდა. თასი მეორედ უკვე მსოფლიოს თასის მონაწილე ქვეყანაში ჩამოვიდა, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

შარშან ქართული კალათბურთის 100 წლისთავი აღვნიშნეთ, დიდი ხანი ველოდით ჩვენი გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას. ძალიან სასიხარულოა, რომ მიზანს მივაღწიეთ და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 32 საუკეთესო გუნდთან ერთად აგვისტოში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს“.