#ტაიმაუტი | რატი ანდრონიკაშვილი - ნებისმიერ მეტოქესთან ქართველები მოსაგებად გავდივართ [ვიდეო]
საქართველოს ნაკრები დღეს ფინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი კალათბურთელები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ.
„ტაიმაუტმა“ ინტერვიუ ჩაწერა რატი ანდრონიკაშვილთან, რომელსაც ტრავმა აწუხებს და დღევანდელ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება.
რატი ნადრონიკაშვილი ამბობს, რომ ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია ისე მიმდინარეობს, როგორც ექიმებმა დაგეგმეს და მომავალში ნაკრების დახმარებას შეძლებს.
საქართველოს ნაკრების წევრი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ნაკრები ფინეთთან მატჩში, როგორც ყოველთვის მოსაგებად გავა: „არ აქვს მნიშვნელობა ევრობასტკეტზე გასულები ვართ თუ არა. ქართველები ნებისმიერ შემთხვევაში მოსაგებად ვთამაშობთ, ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ფინეთთან დამაჯერებელი და კარგი თამაში გვექნება“.