ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - თავდაჯერება აუცილებელია, მაგრამ კონცენტრირებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს #1TVSPORT
ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - თავდაჯერება აუცილებელია, მაგრამ კონცენტრირებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე იყო, რომლის გაწვრთნილებმაც 29 მარტს გორში ესტონეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.

– კარგი სერია გვაქვს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩემთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის – უპირველესად, ფსიქოლოგიური კუთხით. გამარჯვებულის მენტალიტეტი აუცილებელია. ეს ევროპის ჩემპიონატისთვის გვჭირდება, რომ იქ გარკვეული მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ამ კუთხით გამარჯვებები ძალიან წაგვადგება.

– გასაგებია, რომ ესტონეთი ევროპულ გრანდებს არ განეკუთვნება. ეს თვისობრივად განსხვავებული მატჩი იყო, ვიდრე ინგლისთან – თუნდაც იმიტომ, რომ 10 კაცით თავს იცავდნენ და ადვილი არ იყო საგოლე მომენტების შექმნა და ამდენი გოლის გატანა.

– კომენტარში აღვნიშნე, რომ მეორე ტაიმში მიდგომა არ მომეწონა – იგივე მოხდა ინგლისთანაც, როდესაც ვთვლით, რომ თამაში დამთავრებულია, კონცენტრაცია იკარგება.

– ესეც პროცესია და კარგია, რომ ამხანაგურ მატჩებში მოგვივიდა და არა – ოფიციალურ თამაშებში. დრო გვაქვს, რომ ეს ხარვეზი გამოვასწოროთ. ვერ ვიტყვი, რომ ბიჭები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან. თავდაჯერება აუცილებელია, მაგრამ კონცენტრაციის დაკარგვაში არ უნდა გადაიზარდოს. ამაზე სამუშაო გვაქვს.

– წარსულით და წინა მოგებებით არ უნდა ვიცხოვროთ, თამაშის ხარისხი და კომპონენტები ყოველდღიურად უნდა გავზარდოთ, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

– შესაძლოა, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები დავიხმაროთ. გააჩნია, კონკრეტულ ვითარებაში რა საჭიროება იქნება. თუმცა, მათ დამატებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ.