საფეხბურთო ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - ფინალში სანიოლმა თავისი მოწინააღმდეგე დაჯაბნა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - ფინალში სანიოლმა თავისი მოწინააღმდეგე დაჯაბნა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურო ტაიმაუტში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2024-ზე ჩვენი ნაკრების გასვლის შესახებ ისაუბრა.

„მინდა, მთელ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო, რადგან ეს იყო დიდი წარმატება და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. დღეს ჩვენ, ყველანი, ამაყები ვართ. წარმატება, მინდა, ვუსურვო პირადად ვილი სანიოლსა და მის სტაფს, ფეხბურთოს ფედერაციას, რადგან კარგად ვიცი, რამხელა შრომა იყო ჩადებული.

სამწუხაროდ, ამ დროს თბილისში არ ვიყავი, ჩენი ნაკრები გიბრალტარში თამაშობდა და ახალგაზრდული გუნდი (საბერძნეთთან მატჩს) იქ ვადევნებდით თვალს. იქ გვქონდა დიდი ზეიმი, არა მარტო სასტუმროში, გიბრალტარის ქუჩებში. მინდა, ვისურვო, რომ ასეთი დღეები ქართულ ფეხბურთს ძალიან ბევრი ჰქონდეს.

ჩემი აზრით, ფინალში თამაში ძალიან მაგრად იყო დაგეგმილი და შედეგზე დიდი გავლენა ამან იქონია. ვფიქრობ, ვილი სანიოლმა თავისი მოწინააღმდეგე დაჯაბნა. ამას დაემატა ჩენი ბიჭების მონდომება, დავალებების შესრულება და ინდივიდუალიზმი.

გუნდმა მიზანს დიდი გამოცდილების შედეგად მიაღწია. ეს დაიწყო ვაისის დროს. სამწუხაროდ, 2020 წელს ფინალში დავმარცხდით. მოხდა ცვლილებები, რამდენიმე ახალგაზრდა დაემატა, მაგრამ, ჯამში, ერთი ბირთვი უკვე ჩამოყალიბებული იყო. გაიარეს საჭირო გამოცდილება, რაც ასეთ თამაშებშია აუცილებელი. ახალგაზრდებმა კი 21-წლამდელების ჩემპიონატზე პენალტების სერია გამოარეს და ამ სტრესსა და პასუხისმგებლობასთან ადაპტირებულები იყვნენ“, – ამბობს რამაზ სვანაძე.