ტაიმაუტი | ნუკრი რევიშვილი - შანსი ახლაც იყო, კვარაცხელია ევროპაში წასულიყო #1TVSPORT
ტაიმაუტი | ნუკრი რევიშვილი - შანსი ახლაც იყო, კვარაცხელია ევროპაში წასულიყო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ რუსეთიდან ჩაერთო, სადაც ამჟამად სამენეჯერო საქმიანობას ეწევა და რუსეთში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არის თუ არა შანსი, რომ ხვიჩამ კვარაცხელიამ კარიერა ევროპაში გააგრძელოს?“ – ტელეწამყვანის ამ შეკითხვას „ჯვაროსნების“ ყოფილმა მეკარემ ასე უპასუხა:

„ველოდებით თამაშს „ზენიტთან“, რომელსაც ხვიჩას „რუბინი“ შეხვდება. მას გუშინაც ვესაუბრეთ, ძალიან კარგ ფორმაშია და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მოუმატებს. წავა თუ არა ევროპაში, რთული სათქმელია. შანსი ახლაც იყო, თუმცა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. იმედი მაქვს, რომ ზამთარში კვარაცხელია ისეთ კლუბს მოძებნის, როგორიც შეეფერება. მას გუნდიდან გაშვების არანაირი პრობლემა არ ექნება. თითქოს „რუბინი“ წასვლაში ხელს უშლის, ეს სისულელეა.“

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისიდან იყო ლაპარაკი ხვიჩა კვარაცხელიას ევროპაში წასვლაზე, დაინტერესებული კლუბებიც დაასახელეს. იტალიური გამოცემა „კალჩომერკატოს“ ცნობით, ტრანსფერით „მილანი“ დაინტერესდა, მაგრამ ყაზანელების დასახელებული სატრანსფერო ფასის შემდეგ მოლაპარაკება შეწყვიტა.