ტაიმაუტი | ნუკრი რევიშვილი - ნაკრების ბოლო შეხვედრები საშინელება იყო, მაგრამ უკეთესის იმედი მაქვს #1TVSPORT
ტაიმაუტი | ნუკრი რევიშვილი - ნაკრების ბოლო შეხვედრები საშინელება იყო, მაგრამ უკეთესის იმედი მაქვს #1TVSPORT

ნუკრი რევიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ რუსეთიდან ჩართვისას საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩებზე ილაპარაკა.

„ამ მატჩების შესახებ ბევრი ისაუბრეს და მეც მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ, რადგან სიმართლე გითხრათ, ამ სამ შეხვედრაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. ეს საშინელება იყო. უკეთესია, არაფერი არ ვთქვა. მაგრამ უკეთესი მომავლის იმედი მაქვს და მჯერა, ბიჭები და ყველა ერთად მომავალში ვითარებას გამოვასწორებთ“, – განაცხადა „ტაუიმაუტში“ ნუკრი რევიშვილმა.

34 წლის ნუკრი რევიშვილმა კარიერა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ დაიწყო, სადაც 18 წლის ასაკში გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახდა. უთამაშია ყაზანის „რუბინში“, მაჰაჩყალას „ანჟიში“, „კრასნოდარში“, გორის „დილაში“, მალტურ „ვალეტაში“, „ტოსნოში,სარანსკის „მორდოვიაში“, „დინამო თბილისში“, „დაჩიაში“, კარიერა კი 2028 წელს „რუსთავში“ დაასრულა.

რევიშვილი იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წვერი, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს ყაზახეთის წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც ნუკრიმ კარი მშრალად შეინახა. ნაკრებიდან გიორგი ლომაიას წასვლის შემდეგ რევიშვილი ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გახდა. შემდეგ ამ პოზიციას გიორგი ლორიასთან ერთად ინაწილებდა.

საქართველოს ნაკრების წევრი 2005–2017 წლებში იყო, რომლის ფორმითაც 33 მატჩი ჩაატარა. კარიერა ნაადრევად, 2018 წელს, 31 წლის ასაკში დაასრულა.