ტაიმაუტი | გიორგი შერმადინი - მთელი საქართველო გვიყურებს, ყველა ელოდება ჩვენს წარმატებას #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი შერმადინი - მთელი საქართველო გვიყურებს, ყველა ელოდება ჩვენს წარმატებას #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, 23:25 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი რეიკიავიკში გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გადაცემა „ტაიმაუტისთვის“ ისლანდიიდან ისაუბრა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა.

 

ისლანდია

„ისლანდიასთან მატჩისთვის მოსამზადებლად სამი დღე გვქონდა. ეს დრო ბოლომდე ნაყოფიერად გამოვიყენეთ. გუნდში კარგი განწყობაა. რაც შეეხება ისლანდიას, კარგი გუნდი ჰყავს, ძალიან სწრაფ კალათბურთს თამაშობს. ეს ვიდეოგანხილვაზეც ვნახეთ და სამწვრთნელო შტაბის მითითებაცაა, რომ გავაჩეროთ მათი სწრაფი შეტევები. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ“.

 

განწყობა ევრობასკეტის შემდეგ

​„რთულია დავივიწყოთ თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი. მის დაწყებამდე ვსაუბრობდით შემდეგ ეტაპზე გასვლაზე, გერმანიაში წასვლაზე, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ვერაფერს შევცვლით. ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობთ. იქ მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გვაქვს“.

 

მსოფლიო ჩემპიონატი

„მსოფლიო პირველობამდე მიმავალი გზა ისლანდიაზე გადის. გვაქვს რესურსი, რომ ეს გუნდი დავამარცხოთ. დიდი ხანია, ნაკრების ეს შემადგენლობა ერთად მოვდივართ, 2016 წლიდან მწვრთნელი ილიას ზუროსიც ჩვენთანაა და… ისლანდიას უნდა ვაჯობოთ. მთელი საქართველო გვიყურებს, ყველა ელოდება ჩვენს წარმატებას“.