ტაიმაუტი | გიორგი გაგუა - ნაკრებში უფლება არ გაქვს, საქმეს რამე დააკლო #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი გაგუა - ნაკრებში უფლება არ გაქვს, საქმეს რამე დააკლო #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო გიორგი გაგუა.

სლოვაკური გუნდის, „დუნაისკა სტრედას“ 24 წლის თავდამსხმელი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2023 წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, წელს კი ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებშიც მიიწვია.

„ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ თუ არ გიწვევენ, ამის გამო საკუთრ თავში რწმენა არ უნდა გაგიქრეს. ეს მოტივაციას მმატებს, რადგან ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემი პოზიცია პრობლემურია.

ნაკრებში შენი ოჯახი, ახლობლები, ხალხი გიყურებს და უფლება არ გაქვს, საქმეს რამე დააკლო – კლუბში გამოსვლისასაც ნაკრებზე უნდა ფიქრობდე, რადგან ეროვნულ გუნდში გამოძახებისას ფორმაში იყო. თუ გამოგიძახებენ, წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთო და დაამტკიცო, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებ“, – აცხადებს გიორგი გაგუა.