ტაიმაუტი | გიორგი ასანიძე - ლაშა ტალახაძემ აჩვენა, რამდენად კეთილშობილური ძალა დევს მასში #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თბილისში 13 აპრილს ღამით ჩამოვიდა. მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ტრიუმფით დაბრუნებული გუნდის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ქართველი ძალოსნების გამოსვლა შეაფასა.
„მივულოცავ ყველას ჩვენი სპორტსმენების წარმატებას. ყველამ მაქსიმუმი გაიღო, გვყავდა ახალგაზრდები, რომლებმაც დაგვანახეს, რომ დიდი პერსპექტივა აქვთ.
9 აპრილი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ამ დღეს საქართველოში ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც შემდეგ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა. აქედან გამომდინარე ძალიან ემოციური იყო უკრაინელი სპორტსმენის, ანტონ პლესნოის მიერ მოსკოვში საქართველოს დროშის აღმართვა და ჰიმნის აჟღერება.
შეჯიბრების ბოლო დღეს გამოვიდნენ ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე. ირაკლიმ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა დიდი ადამიანია, ჩვენი ნაკრების კაპიტანი და მნიშვნელოვანი ფუგურაა. ლაშა ტალახაძე ტრიუმფით გამოვიდა, აჩვენა, რამდენად კეთილშობილური ძალა დევს მასში.”