საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
გიორგი ასანიძის შეგირდებმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ლაშა ტალახაძე – +109.კგ.
ატაცი-ოქრო.
აკვრა-ოქრო.
ორჭიდი-ოქრო.

ანტონ პლესნოი – 96.კგ.
ატაცი-ოქრო.
აკვრა-ოქრო.
ორჭიდი-ოქრო.

რეზი დავითაძე – 89.კგ.
აკვრა-ოქრო.
ატაცი-ვერცხლი.
ორჭიდი-ვერცხლი.

შოთა მიშველიძე – 61.კგ.
ატაცი-ვერცხლი.
ორჭიდი-ვერცხლი.

გოგა ჩხეიძე -67კგ.
აკვრა-ბრინჯაო.

ვაჟებს შორის საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხე წელია გუნდური პირველობების ჩემპიონია.
ქალთა შორის გამართულ შეჯიბრზე ანასტასია გოტფრიდი 87 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ატაცში გახდა.
