ტაიმაუტი | დავით მუჯირი - საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში დაიწყება #1TVSPORT
ტაიმაუტი | დავით მუჯირი - საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში საქართველოს ნაკრების სასტარტო მატჩებზე ილაპარაკა, მათ შორის, 28 მარტს თბილისში ესპანეთთან დაგეგმილ შეხვედრაზე.

„საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე მაყურებლის დასწრებაა გადაწყვეტილი. გულშემატკივარი ყველაზე მეტად დაგვაკლდა 12 ნოემბერს. ახლა ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გულშემატკივარი დაგვეხმარება. გუნდი უკვე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 16 ათასამდე გულშემატკივარია დაშვებული და ყველას ვთხოვ, რეგულაციები დაიცვან. ბილეთების გაყიდვა ხვალიდან მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში დაიწყება. ყველა გასასვლელი ღია იქნება, რომ არ იყოს ხალხის შეჯგუფება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.