ტაიმაუტი | ბექა ბურჯანაძე - ნოემბერში საქართველოს ნაკრების მიზანი ორივე მატჩის მოგებაა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ პირაპირ ეთერში ესპანეთიდან ჩაერთო ბექა ბურჯანაძე, რომელიც სევილიის „ბეტისის“ ღირსებას იცავს. ბექა გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, მის კლუბს კი 7 ტურის შემდეგ 1 მოგება აქვს.
„ნახევარი წელი ტარვმებს ვებრძოდი, თუმცა არ მინდა ეს მიზეზად მოვიყვანო. ნელ ნელა ფორმაში შევდივარ. თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, მქონდა კარგი თამაშები. რაც შეეხება გუნდს, ისე ვერ დავიწყეთ, როგორც ვგეგმავდით. თუმცა ათი ახალი მოთამაშე ვართ და შესათამაშებლად დრო გვინდა. დამაიმედებელია, რომ ბევრად უკეთ ვთამაშობთ და მჯერა, ეს შედეგებზეც აისახება“.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 26 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, 29-ში – ესპანეთს ეწვევა. ბექამ ნაკრების მიზნებზე ილაპარაკა:
„მიზანი ორი თამაშიდან ორივეს მოგებაა, ნაკლებს არც ველოდები. რთული მატჩები გველის, როგორც თბილისში უკრაინასთან, ისე სტუმრად ესპანეთთან. ჯანმრთელობა ვის მისცემს თამაშის საშუალებას დღეს რთული სათქმელია, მაგრამ ვინც ვიქნებით, მოსაგებად გავალთ“.