ტაიმაუტი | ავთანდილ ასათიანი - ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | ავთანდილ ასათიანი - ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა. მან ისაუბრა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც იანვარში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში საფრანგეთთან, ხორვატიასა და ლატვიასთან მოხვდა.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იოლი არ არის, თუმცა ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ნებისმიერ სპორტსმენს აქვს მიზანი და ჩვენც მთავარ ამოცანად ჯგუფიდან გასვლას ვისახავთ. მეტოქეები ძლიერი გვყავს: საფრანგეთი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა; ხორვატია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის, ტანმაღალი ფეხბურთელებით; ლატვია მასპინძელია, ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. მაინტერსებს, შევდივარ ბილეთების საიტებზე და 8500-კაციან დარბაზში ბილეთების ნახევარი უკვე გაყიდულია.

რიგა ბევრჯერ გვინახავს, ამიტომ იქ ამ ქალაქის სანახავად არ ჩავდივართ. წნეხი მოხსნილი გვაქვს, ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, ქართველ გულკშემატკივარს გავახარებთ“.