„ტაიმაუტი“ | ანზორ მექვაბიშვილი – საშინაო მატჩები ჩვენთვის უპირატესობა იქნება #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების და „ჩიკაგო ფაიერის“ ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა ერთა ლიგაზე მოახლოებულ სანაკრებო თამაშებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ერთა ლიგის ახალი ფორმატი ძალიან საინტერესოა, რადგან 12 დღეში ოთხი თამაშია ჩასატარებელი. ამიტომ ნაკრებისთვის ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მნიშვნელოვანი იქნება და სათამაშო დროს ყველა მიიღებს, რადგან შეუძლებელია ამდენი შეხვედრა ერთი და იგივე შემადგენლობამ ჩაატაროს.
რაც შეეხება შედეგებს – ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს ყველა მეტოქესთან ექნება შანსი, ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელიც ხალხს უყვარს. კარგია, რომ ერთად დიდი დრო ვიქნებით და გვექნება საშუალება, მატჩიდან მატჩამდე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.
ჯგუფის ფავორიტი? ესპანეთის და ინგლისის მსგავსი აშკარა ფავორიტი არ გვყავს და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ყველა მეტოქესთან გვექნება შანსები და უნდა ვეცადოთ, დომინანტები ვიყოთ, მაგალითად თბილისურ შეხვედრებში. საშინაო მატჩები ჩვენთვის უპირატესობა იქნება“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა და უნგრეთი.