ტაილანდში ყოფილმა დეპუტატმა ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომელიც შემდგომ საავადმყოფოში გარდაიცვალა

16:37, 10.08.2026

ტაილანდში ყოფილმა დეპუტატმა, ჩალონგ რეავრაენგმა ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ყოფილ პოლიციელს თონგჩაი იენპრასერტს, რომელიც შემდგომ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდასხმა თავად ორგანიზაციის შენობასთან მოხდა. სროლის შემდეგ ჩალონგმა YouTube-ის გადაცემის წამყვანს, ანჩალეე პაირიერაქს პირდაპირი ეთერის დროს დაურეკა და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

ჩალონგის განმარტებით, თონგჩაის ფულადი დახმარება სთხოვა, რადგან 2011 წლიდან სისხლის დაავადებით ავადმყოფობს და მკურნალობაზე დიდი თანხების დახარჯვა უწევს.

მისივე თქმით, თონგჩაიმ საუბარზე უარი განაცხადა და მანქანისკენ გაემართა. სროლა მაშინ განხორციელდა, როცა, ჩალონგის ვერსიით, თონგჩაის მძღოლმა იარაღი ამოიღო და მას დაუმიზნა.

მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ საზოგადოებრივ ადგილებში იარაღის ტარების წინააღმდეგ ღონისძიებების გამკაცრება დააანონსა.

მსგავსი