ტაილანდში ტროპიკული შტორმისას ერთი ადამიანი დაიღუპა 
ტაილანდში ტროპიკული შტორმისას ერთი ადამიანი დაიღუპა 

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი უგზუკვლოდ დაკარგულად ითვლება ტაილანდში, სადაც ტროპიკული შტორმი „პაბუკი“ მძვინვარებს.

ტაილანდის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 75 კილომეტრს აღწევს.

შტორმი „პაბუკი“ ტაილანდის სამხრეთ სანაპიროს დაატყდა თავს. სანაპირო ზოლიდან უკვე განხორციელდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. შეზღუდულია ქვეყნის შიგნით გადაადგილება , ასევე ბორნით მიმოსვლა. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი ტროპიკული შტორმია.