ტაილანდში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

17:11, 08.02.2020

ტაილანდის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ქვეყნის არმიაში სნაიპერად მსახურობს, შენობის მეოთხე სართულზე 21 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

თავდამსხმელის განეიტრალების მიზნით, ქალაქ ნახონ რატჩასიმაში, პოლიციისა და არმიის ერთობლივი ოპერაცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სროლას ფეისბუქში, პირდაპირი ჩართვით გადასცემდა, თუმცა სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გვერდი მალევე დაბლოკა.

მსგავსი