ტაილანდში სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანა დააკანონეს
ტაილანდში სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანა დააკანონეს

ტაილანდში სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანა დააკანონეს. აზიური სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, სამედიცინო მოხმარებისა და სამეცნიერო კვლევებისთვის მარიხუანა ლეგალური გახდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კანონი ქვეყანაში მცხოვრები ქრონიკუlი დაავადებების მქონე პირებისთვის მიიღეს.

კანონის მიღებით ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანა დააკანონეს. თუმცა პარლამენტში განაცხადეს, რომ სრული ლეგალიზაცია ქვეყანაში არ განიხილება. ამ დრომდე აკრძალულია მარიხუანას შენახვა და გაყიდვა.

სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას ლეგალიზაცია განიხილება ტაილანდის მეზობელ მალაიზიაშიც. 11 დეკემბერს მსგავსი კანონი ახალ ზელანდიაშიც მიიღეს. დიდ ბრიტანეთში სამედიცინო მიზნით მარიხუანას ყიდვა და მოხმარება პირველი ნოემბრიდან არის შესაძლებელი. კანადა კი დიდ შვიდეულში პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც მარიხუანას სრული ლეგალიზაცია მოქმედებს.

17 ოქტომბრის შემდეგ ამერიკის ჩრდილოეთში მდებარე სახელმწიფოში მარიხუანას რეკრეაციული მიზნით მოხმარებაც არის შესაძლებელი.