ტაილანდში ხვალიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები დაიწყება
ტაილანდში ხვალიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები დაიწყება

ტაილანდში ხვალ, 16 მარტიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები დაიწყება. პირველი ვაქცინას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტის წევრები გაიკეთებენ.

შეგახსენებთ, მანამდე ტაილანდი იყო პირველი არაევროპული სახელმწიფო, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით მოქალაქეების აცრა რამდენიმე დღით შეაჩერა.

„ასტრაზენაკას“ მესვეურებმა უკვე გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ შეისწავლა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში აცრილი 17 მილიონი ადამიანის მონაცემები და „ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ვაქცინას რაიმე კავშირი აქვს თრომბოემბოლიასთან.“

ტაილანდის ვაქცინაციის პროგრამა დიდწილად „ასტრაზენეკას“ აცრებზეა დამოკიდებული, რომლის წარმოებაც ადგილობრივ საწარმოებში ივნისიდან უნდა დაიწყოს.