ტაილანდში, იარაღის საწყობში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

13:15, 30.07.2023

ტაილანდში, იარაღის საწყობში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა სუ-ნგაი კოლოკ რაიონში, მალაიზიის მოსაზღვრე სამხრეთ პროვინციაში მოხდა.

ნარატივატის გუბერნატორის, სანან ფონგაქსორნის თქმით, საწყობის მიმდებარედ 200-ზე მეტი სახლი დაზიანდა აფეთქების შედეგად, დაზარალდა 365 ადამიანი, დაახლოებით 20-დან 30-მდე ოჯახი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მსგავსი