ტაილანდში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
ტაილანდში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

ტაილანდში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით არავინ გარდაცვლილა. ახალი პაციენტი კი 39 წლის მამაკაცია, რომელიც კუნძულ ჰუკეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. სწორედ ამ კუნძულზე ფიქსირდება ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ტაილანდში კორონავირუსის 3 018 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 56 ადამიანი. ვირუსის გავრცელება ტაილანდში იანვარში დაიწყო.