ტაილანდში, გამოქვაბულში დაკარგულ მოზარდებს ეძებენ
ტაილანდში, გამოქვაბულში დაკარგულ მოზარდებს ეძებენ

ტაილანდში უკვე სამი დღეა გამოქვაბულში დაკარგულ მოზარდებს ეძებენ. ფეხბურთის ახალგაზრდული გუნდის წევრები, 11-დან 16 წლამდე მოზარდები ჩიანგ რაის პროვინციაში მდებარე გამოქვაბულის კომპლექსში შაბათს შევიდნენ. გამოქვაბულში სავარაუდოდ 12 ბიჭი და მათი 25 წლის მწვრთნელი იმყოფება. როგორც ტაილანდის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ ბიჭები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

მაშველები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენები გამოქვაბულში ძლიერი წვიმის გამო აღმოჩნდნენ ბლოკირებულები.

გამოქვაბულის შესასვლელში დაკარგულების ოჯახების წევრები არიან შეკრებილები და სამძებრო ოპერაციის შედეგებს ელოდებიან.

ტჰამ ლუანგ ნანგ ნონის გამოქვაბული ტაილანდის ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მიწისქვეშ მრავალი კილომეტრის სიღრმეში ჩადის.