ტაილანდში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ტაილანდში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ტაილანდში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  დაღუპულთა რაოდენობა კი, სამით გაიზარდა.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ტაილანდში „კოვიდ-19“-ის 1 875 შემთხვევაა დაფიქსირებული და დაღუპულია 15 ადამიანი.