ტაილანდში ბოლო 21 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ტაილანდში ბოლო 21 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ტაილანდში ბოლო 21 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამასთან, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა საერთოდ არ გამოვლენილა. ამის შესხებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში ორი თვის წინ გამოცხადებული კომენდანტის საათი გაუქმდა. ასევე მოიხსნა პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვების ნაწილი. კერძოდ, 15 ივნისიდან ტაილანდში გაიხსნა სკოლები, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრები, სათამაშო მოედნები, გასართობი პარკები. ასევე დღეიდან განახლდება სპორტული ღონიძიებები, თუმცა მაყურებელთა დასწრება კვლავ აკრძალული იქნება. რესტორნებში, რომლებიც ორი კვირის წინ გაიხსნა, ალკოჰოლის გაყიდვა კვლავ დასაშვები გახდა. ამასთან, პაბები, ბარები და კარაოკე-დაწესებულებები კვლავ დახურული დარჩება.

ტაილანდში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 13 იანვარს დაფიქსირდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 3 135 შემთხვევა, გარდაიცვალა 58 პაციენტი.