ტაილანდში ბარში ხანძარს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა

23:36, 12.07.2026

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა განაცხადა, რომ რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს შესაბამისი სამსახურები იძიებენ.

 

მსგავსი