ტაილანდში, 10 დღის წინ მღვიმეში დაკარგული მოზარდები ცოცხლები იპოვეს

20:09, 02.07.2018

ტაილანდში, მღვიმეში დაკარგული მოზარდები 10 დღიანი ძიების შემდეგ ცოცხლები იპოვეს.

საფეხბურთო ნაკრების წევრი 12 ბიჭი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდე მერყეობს, ასევე მათი 25 წლის მწვრთნელი, მღვიმეში გასულ შაბათს შევიდნენ და დაიკარგნენ.

სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობდა. გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი