ტაილანდისა და კამბოჯის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა
ტაილანდისა და კამბოჯის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა

ტაილანდისა და კამბოჯის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. „ბიბისის“ ცნობით, ქვეყნებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით ექვს პროვინციასა და კამბოჯის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ხუთ პროვინციაში მოუწიათ.

ამასთან, ტაილანდის სამეფო საჰაერო ძალებმა დაადასტურეს, რომ მოწინააღმდეგეზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, მაგრამ ოპერაციის დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც ივლისში ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, ორივე მხარეს მოუწოდა, ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულონ.

ცნობისთვის, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკება 2 დღის წინ დაიწყო. კამბოჯის მხარე აცხადებს, რომ ტაილანდმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავის მხრივ, ტაილანდის მხარე მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში კამბოჯას ადანაშაულებს.