ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები დღეს მალაიზიაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ
SURIN, THAILAND – JULY 26: Thai military officers stand on a truck transporting Chinese-produced type 85 Armored Fighting Vehicles (AFV) amid the escalating conflict between Thailand and Cambodia in Surin, Thailand, July 26, 2025. (Photo by Valeria Mongelli/Anadolu via Getty Images)
ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები დღეს მალაიზიაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ.
კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტი და ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კუალა ლუმპურისკენ უკვე გაემგზავრნენ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები მალაიზიაში იმყოფებიან სამშვიდობო შეთანხმების ხელშესაწყობად.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაილანდსა და კამბოჯას სურთ უთანხმოების მოგვარება. დონალდ ტრამპის თქმით, ის სავაჭრო შეთანხმებებს დიპლომატიური ზემოქმედების საშუალებად განიხილავს და მზადაა, ამ მექანიზმით ისარგებლოს კონფლიქტების მოსაგვარებლად.
ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დაძაბულობა ფრონტის ხაზის რამდენიმე ადგილას ღია საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, რაც უკვე მეხუთე დღეა, გრძელდება. შეტაკებების შედეგად დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 20-ზე მეტი სამოქალაქო პირი. ასობით ათასი ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.