ტაილანდის ტელევიზიის წამყვანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიებისთვის ეთერიდან მოხსნეს
ტაილანდის ტელევიზიის წამყვანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიებისთვის ეთერიდან მოხსნეს

ტაილანდის ტელევიზიის, Digital TV 28-ის წამყვანი ეთერიდან იმის გამო მოხსნეს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიქტატორად მოიხსენია.

გადაცემაში ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიქტატორია, რომელიც ათასი ოთახისგან შემდგარ სასახლეებს აშენებს, არჩევნებს აყალბებს და ჟურნალისტებს ავიწროებს .

ეთერიდან მოხსნის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ წამყვანი ტაილანდში, თურქეთის საელჩოში მიიყვანა, რათა მას პირადად მოეხადა ბოდიში ელჩის წინაშე.