ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელმა ორმხრივი სროლისას სპეცრაზმის ერთი წევრი მოკლა
ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელმა ორმხრივი სროლისას სპეცრაზმის ერთი წევრი მოკლა

ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელმა ორმხრივი სროლისას სპეცდანიშნულების რაზმის ერთი წევრი მოკლა. ტელეკომპანია „სფრინგ ნიუსის“ ინფორმაციით, ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრ „ტერმინალ 21“-ში შეირაღებული დაპირისპირების შედეგად, კიდევ ერთი სპეცრაზმელი დაშავდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ სროლის დროს თავდამსხმელი შეეცადა შენობა სათადარიგო გასასვლელით დაეტოვებინა, თუმცა ვერ მოახერხა და ამ დრომდე სავაჭრო ცენტრში იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობის დატოვება კიდევ ხუთმა ადამიანმა შეძლო, რომელთა შორის დაჭრილი პოლიციელებიც არიან.

საერთო ჯამში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უკვე 21 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი ტაილანდის არმიის 32 წლის კაპრალია, რომელიც სავარაუდოდ სნაიპერად მსახურობდა.