ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს მოკლეს
ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს მოკლეს

ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

თავდამსხმელის გასანეიტრალებლად ოპერაციას პოლიციისა და არმიის სპეცდანიშნულების რაზმები ერთობლივად ატარებდნენ.

ლიკვიდაციამდე, შეირაღებულმა თავდამსხმელმა ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში 26 ადამიანი მოკლა.

სავაჭრო ცენტრის შენობაში რამდენიმე საათიანი სროლის შედეგად 63 ადამიანი დაშავდა.

ტაილანდის არმიის 32 წლის კაპრალმა, მეთაური და კიდევ ორი ადამიანი სამხედრო ბაზაზე მოკლა.

შემდეგ, იარაღი და აღჭურვილობა გაიტაცა და სავაჭრო ცენტრში მისვლამდე, ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით ისროდა.

სავაჭრო ცენტრ, „ტერმინალ 21“-ში შესვლის შემდეგ ცეცხლი გახსნა.