ტაილანდის სამხრეთ ნაწილში პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა
ტაილანდის სამხრეთ ნაწილში პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდის სამხრეთ ნაწილში, ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ იალას პროვინციაში, პოლიციის საგუშაგოზე ამბოხებულების თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ავრცელებს.

გარდაცვლილთა შორის პოლიციის ოფიცერი და სოფლის დამცველი მოხალისეები არიან.

რეგიონში ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა.

თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

ტაილანდის სამხრეთ ნაწილში 2004 წლიდან ამბოხებულების ქმედებებს შვიდი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.