ტაილანდის მღვიმიდან მეათე ბავშვი ამოიყვანეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება
ტაილანდის მღვიმიდან მეათე ბავშვი ამოიყვანეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ტაილანდის მღვიმიდან მეათე ბავშვი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

„ვერ ვხვდები, როგორ არიან ასეთი ძლიერები ეს პატარა ბავშვები “, – ეს ერთ-ერთი მაშველის სიტყვებია, რომელიც ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობს.

ივან კარადზიკის თქმით, რთული რელიეფის გამო, მღვიმიდან გამოსვლა ძალიან რთული და სარისკოა , მაგრამ ბავშვები ამას თავს ართმევენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილ 12 ბიჭზე და მათ მწვრთნელზე ფილმის გადაღებას აპირებენ.

ტაილანდში უკვე ჩავიდა ჰოლივუდიდან ორი პროდიუსერი. მათ რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერეს .

შეგახსენებთ, ტაილანდში ბავშვების მღვიმიდან გამოყვანის ოპერაციის მესამე და გადამწყვეტი ფაზა დღეს დილით დაიწყო. ბავშვების გამოსაყვანად გამოქვაბულში 19 მყვინთავი შევიდა.

11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.