ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაციის დაწყებამდე ხელისუფლებამ არასრულწლოვნების მშობლებისგან თანხმობა აიღო
ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაციის დაწყებამდე ხელისუფლებამ არასრულწლოვნების მშობლებისგან თანხმობა აიღო

ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოყვანის ოპერაციის დაწყებამდე ხელისუფლებამ არასრულწლოვნების მშობლებისგან თანხმობა აიღო.

როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, მშობლებმა იციან რისკების შესახებ, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ბავშვების გამოსაყვანად მღვიმეში ყველა პირობაა შექმნილი და მათ იმედი აქვთ, რომ არასრულწლოვნებს უვნებლად გამოიყვანენ.

შეგახსენებთ, მაშველებმა 12 ბიჭისა და მათი მწვრთნელის მღვიმიდან გამოყვანის მიზნით ოპერაცია თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყო. როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ გამოხსნას რამდენიმე საათი დასჭირდება. სავარაუდოდ, პირველი გადარჩენილები თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა გამოიყვანონ.
კონკრეტულად როგორ მოქმედებენ მაშველები, როგორია ოპერაციის გეგმა უცნობია. მანამდე ტაილანდის ხელისუფლებას დახმარება კომპანია Space X-ის ხელმძღვანელმა, ელონ მასკმას შესთავაზა.

როგორც ტაილანდის მედია წერს, ოპერაციის დაწყებამდე მღვიმის მიმდებარე ტერიტორიიდან ბიჭების ახლობლები და ჟურნალისტები გაიყვანეს. მედიის ცნობით, სპეცოპერაციას ტაილანდის შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად ხელმძღვანელობს.

ტაილანდელი ბიჭები მღვიმეში 23 ივნისს შევიდნენ და გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, მთავრობამ ბავშვების და მათი მწვრთნელის გამოხსნის მიზნით ოპერაციის დაწყება მუსონური წვიმების მოახლოების გამო გადაწყვიტეს. როგორც ჟურნალისტები წერენ, მომდევნო კვირას მოსალოდნელია წვიმის სეზონის დაწყება, რაც ბავშვების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შექმნიდა.