ტაილანდის ხელისუფლებამ დედაქალაქ ბანგკოკში აქციების გამო, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო
ტაილანდის ხელისუფლებამ დედაქალაქ ბანგკოკში აქციების გამო, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

ტაილანდის ხელისუფლებამ დედაქალაქ ბანგკოკში მიმდინარე ანტისახელისუფლო აქციების გამო, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. “ბიბისის” ინფორმაციით, ახალი რეგულაციებით, აკრძალულია ხუთ ადამიანზე მეტის ჯგუფურად შეკრება. ასევე ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შესაძლოა, შიში გამოიწვიოს და ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს. პოლიციამ საპროტესტო აქციების ორი ლიდერიც დააკავა. მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების ძალებმა დაშალეს.

საპროტესტო აქციები ტაილანდში ივლისში დაიწყო და ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო. გასულ უქმეებზე გამართული აქცია კი, ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა. მას 20 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ქვეყანაში მონარქიის კრიტიკა მრავალწლიანი პატიმრობით ისჯება.

დატოვე კომენტარი