ტაილანდი და კამბოჯა ოთხდღიანი დაპირისპირების დასასრულებლად 28 ივლისს მალაიზიაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ

17:46, 27.07.2025

ტაილანდი და კამბოჯა ოთხდღიანი დაპირისპირების დასასრულებლად ხვალ, 28 ივლისს მალაიზიაში შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ორივე ქვეყნის დელეგაცია პრემიერ-მინისტრების დონეზე იქნება წარმოდგენილი.

ორივე მათგანთან შაბათს სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტმა და მხარეებს კონფლიქტის მოგვარებისკენ მოუწოდა.

ოთხდღიანი შეტაკებების შდეგად დაღუპულია, სულ მცირე, 33 ადამიანი, ათასობით პირს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

მსგავსი