ტაილანდელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერის რეკორდი გაიმეორა
ტაილანდელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერის რეკორდი გაიმეორა

უმჩატეს წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ტაილანდელმა ვანგეკ მენაიოტინმა თავის სამშობლოში ნოკაუტით დაამარცხა ტიტულზე აუცილებელი პრეტენდენტი ლეროი ესტრადა.

მენაიოტინისთვის ეს იყო 50-ე ბრძოლა პროფესიულ რინგზე და 50-ე გამარჯვება (18 – ნოკაუტით), რითაც მან ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის რეკორდი გაიმეორა.

ბრძოლის მსვლელობისას, ტაილანდელის უპირატესობა ძალიან დიდი იყო. მან ხუთჯერ გაუშვა მეტოქე ნოკდაუნში და მეხუთე რაუნდში რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა.

მეივეზერმა მოკრივის კარიერა 2017 წლის აგვისტოში დაასრულა, როცა ლას ვეგასში დაამარცხა UFC-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი. ეს იყო მისი 50-ე მოგება 50 ბრძოლაში.