ტაიფუნი „ჰაიშენი“ სამხრეთ კორეას უახლოვდება
ტაიფუნი „ჰაიშენი“ სამხრეთ კორეას უახლოვდება

ტაიფუნი „ჰაიშენი“ სამხრეთ კორეას უახლოვდება. „ჰაიშენმა“ ახლახანს იაპონიას გადაუარა.

ტაიფუნის გამო გადაიდო 300-ზე მეტი ფრენა, ხოლო ათასობით სახლი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა.

იაპონიის ადგილობრივი მედიის ცნობით, ტაიფუნის შედეგად იაპონიაში 32 ადამიანი დაშავდა, ხოლო რვა მილიონზე მეტ მოსახლეს ევაკუაცია მოუწია.

ტაიფუნი ახლა სამხრეთ კორეის მეორე ყველაზე დიდი ქალაქისკენ, პუსანისკენ მიემართება.