თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება მკვლევრებმა წარმატებით დაამარცხეს
თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება მკვლევრებმა წარმატებით დაამარცხეს

თაგვების თავის ტვინში, მკვლევრებმა ამილოიდის ფირფიტების უკუქცევა შეძლეს. ეს არის ცილების შეჯგუფება, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში თანდათან კლავს ნეირონებს.

გარდა იმისა, რომ შემცირდა იმ ფირფიტების რაოდენობა, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის კომუნიკაციას აუარესებს, თაგვებს ასევე აღენიშნათ კოგნიტური გაუმჯობესება. აშშ-ის ლერნერის კვლევითი ინსტიტუტის კლივლენდის კლინიკის მკვლევრები აღმოჩენის დეტალების შესახებ Journal of Experimental Medicine-ში იუწყებიან.

ასეთი იმედისმომცემი შედეგი მეცნიერებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც თანდათან დაშალეს ფერმენტი, რომელიც დიდ როლს თამაშობს BACE1-ის სახელით ცნობილი ფირფიტების წარმოქმნაში.

ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული გზა, რომლითაც პაციენტებში ალცჰაიმერი გამოვლინდება, არის ბეტა-ამილოიდის პეპტიდების პათოლოგიური აგებულაბა. ეს გახლავთ ცილა თავის ტვინში, რომელსაც შეუძლია ჩაშენდეს ამილოიდის ვრცელ ფირფიტებში, რაც უკვე აშკარა ნიშანია მომაკვდინებელი, ამ დრომდე განუკურნებელი დაავადებისა.


BACE1 ფირფიტები ეხმარება ბეტა-ამილოიდის პეპტიდების წარმოქმნას და შესაბამისად, მედიკამენტების საშუალებით ფერმენტის დაბლოკვა და ამ წარმონაქმნის შეჩერება, საბოლოოდ კარს უხსნის ალცჰაიმერის ეფეტქიან მკურნალობას.

ეს ჰიპოთეზა ინჟინერიის გზით შეამოწმეს თაგვების ჯგუფში, რომლებსაც ასაკის მატებასთან ერთად, ფერმენტი BACE1 დააკარგვინეს.

აღმოჩნდა, რომ თაგვებს, რომლებსაც ეს ფერმენტი ეკლდათ, ასევე ჰქონდათ სასტიკი ნევროლოგიური დეფექტები. მიუხედავა ამისა, ის თაგვები, რომლებშიც მისი წარმოქმნა შეაჩერეს, დროთა განმავლობაში გამოჯანმრთელდნენ.

იმის გასარკვევად, როგორ მოქმედებდა ეს ახალი გენეტიკური შემადგენლობა ალცჰაიმერის წინააღმდეგ, მკვლევრებმა ჯანმრთელი თაგვი შეაჯვარეს იმ თაგვთან, რომელიც ალცჰაიმერით დააავადეს ინჟინერიის გამოყნებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამილოიდის ფირფიტებმა ნაშიერის თავის ტვინში წარმოქმნა დაიწყო, ისინი გაქრა მას შემდეგ, რაც თაგვმა თანდათან დაკარგა ფერმენტი BACE1.

მარცხნივ: ალცჰაიმერის დაავადების მქონე თაგვის თავის ტვინში წითლად ნაჩვენებია ამილოიდის ფირფიტები, მწვანედ კი აქტივირებული მიკროგლიური უჯრედები. მარჯვნივ: თავის ტვინი, რომელმაც დაკარგა ფერმენტი BACE1.

თუმცა, მკვლევრები განმარტავენ, რომ ასეთი იმედისმომცემი შედეგები მაინც არაა შეზღუდვების გარეშე. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ექსპერიმენტი ჯერ მხოლოდ თაგვებში ჩატარდა; შესაბამისად, არ არსებობს გარანტია, რომ მსგავსი შედეგები ექნება ადამიანებშიც.

გარდა ამისა, ფერმენტი BACE1 ჩართულია ორგანიზმში მიმდინარე მრავალ მნიშვნელოვან პროცესში და შესაბამისად, მის გამანადგურებელ პრეპარატებს შესაძლოა, სერიოზული გვერდითი ეფექტები აღმოაჩნდეს.

კვლევა ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა და გადაჭრით რაიმეს თქმა, საკმაოდ რთულია. ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა რთულია და ხშირად გულდასაწყვეტიც. სწორედ ამიტომ, ეს კვლევა ან უბრალოდ სასწაული იქნება, ან დაკარგული დრო. დაველოდოთ…

მომზადებულია medicalxpress.com-ისა და futurism.com-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი