„თაღლაურაში“ ხანძარი ლიკვიდირებულია
„თაღლაურაში“ ხანძარი ლიკვიდირებულია

თაღლაურაში“ ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს.

„ადგილზე გარკვეული დროის განმავლობაში, საჭიროების მიხედვით, პრევენციის მიზნით, კვლავ დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და სახანძრო მანქანა“, – აცხადებენ სააგენტოში.

უწყების ცნობით, დამწვარია რამდენიმე კუპე. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან, „თაღლაურაში“ ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. რესტორნიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.