თაფლის კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა
თაფლის კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა

თაფლის კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა. ამის შესახებ ინფორმაციას შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძვლები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N70-ში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, კომპანია „ვ.ტ“ სახელმწიფო უწყებების მომარაგებას რუსეთიდან შემოტანილი თაფლით აპირებდა.