ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი - ფოთში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ჩვენი ფედერაცია არ არის ქურდული გარჩევის ადგილი
ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი - ფოთში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ჩვენი ფედერაცია არ არის ქურდული გარჩევის ადგილი

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ეს არ უნდა მომხდარიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, სულხან ბაბუაძემ ფოთის პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს მწვრთნელთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჩემპიონატის ჩაშლას შეეცადა.

„გარკვეული მწვრთნელები შეეცადნენ, რომ ჩაეშალათ ჩემპიონატი, რომელიც ამ ქალაქში იმართება. მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთი მწვრთნელი გაიყვანეს გვერდზე და სცემეს. ჩვენი ფედერაცია არ არის ქურდული გარჩევის ადგილი. ეს არის ფედერაცია, რომელიც მუშაობს რეგიონებში ტაეკვონდოს განვითარებაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მას“, – განაცხადა სულხან ბაბუაძემ.

შეგახსენებთ, ტაეკვანდოს მწვრთნელებსა და ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრ გიორგი აბულაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. მათივე ინფორმაციით, პროვოკაცია აბულაძემ შეგნებულად მოაწყო.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან ტაეკვანდოს მწვრთნელები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.