TACC- რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე სააკ კარაპეტიანი სავარაუდოდ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა
რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე სააკ კარაპეტიანი სვარაუდოდ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
ავიაკატასტროფა კოსტრომის ოლქში მოხდა. წინასწარო ინფორმაციით, კარაპეტიანი AS-350-ის ტიპის ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას სულ სამი ადამიანი ემსხვერპლა.
58 წლის სააკ კარაპეტიანი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. 2006-2016 წლებში ის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.