TACC- რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე სააკ კარაპეტიანი სავარაუდოდ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

12:09, 04.10.2018

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე სააკ კარაპეტიანი სვარაუდოდ,  ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.

ავიაკატასტროფა კოსტრომის ოლქში მოხდა. წინასწარო ინფორმაციით, კარაპეტიანი AS-350-ის ტიპის ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას სულ სამი ადამიანი ემსხვერპლა.

58 წლის სააკ კარაპეტიანი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. 2006-2016 წლებში ის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი